|
2017-05-10 18:16:38, 1611 ნახვა
საზოგადოება
თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე მიიღო. მინისტრმა ხოსე მარკენიო დე ლანოს საქართველოში ჩამოსვლა მიულოცა და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საერთაშორისო კავშირმა თავისი გენერალური საბჭოს სხდომის ადგილად სწორედ საქართველო შეარჩია. შეხვედრას იუსტიციის მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე ბარამიძე და გიორგი პატარიძე, ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარე ნინო ხოფერია, აგრეთვე, ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპის ქვეყნების ვიცეთავმჯდომარე სიგრუნ ერბერ ფალერი ესწრებოდნენ. სამინისტროს ცნობით, საუბარი შეეხო თანამედროვე მსოფლიოში ნოტარიატის წინაშე მდგარ გამოწვევებს, რომელთა დასაძლევადაც ყველა ქვეყანა დგამს ნაბიჯებს. იუსტიციის მინისტრმა კავშირის თავმჯდომარეს ამ გამოწვევათა დასაძლევად საქართველოში გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და გააცნო ის რეფორმები, რომლებიც გატარდა და მომავალში გატარდება; სტუმარს, ასევე, ესაუბრა ნოტარიატში ბლოკჩეინის სისტემის, როგორც დამატებითი სერვისის, დანერგვის შესახებ. ხოსე მარკენიო დე ლანომ სანოტარო სისტემაში მიმდინარე რეფორმები პოზიტიურად შეაფასა და საქართველოს ნოტარიატის კონტინენტური სისტემის განვითარება მიულოცა. ხოსე მარკენიო დე ლანო საქართველოში ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის გენერალური საბჭოს სხდომის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც საქართველოს ნოტარიუსთა პალატა მასპინძლობს. გენერალური საბჭოს სხდომას 90-მდე ქვეყნის 200-მდე ნოტარიუსი ესწრება. ვიზიტის ფარგლებში უკვე შედგა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან. დაგეგმილია ვიზიტი უზენაეს სასამართლოში. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა 2007 წლიდან ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის წევრია. 2016 წელს ნოტარიუსთა საერთაშორისო კავშირის ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე საქართველო კავშირის ერთ-ერთ აქტიურ წევრ ქვეყნად გამოაცხადეს. საქართველოს ნოტარიუსთა პალატა არა მხოლოდ სისტემატურად მონაწილეობს საერთაშორისო შეხვედრებსა და კონფერენციებში, ითვალისწინებს ლათინური ნოტარიატის კავშირის რეკომენდაციებს, არამედ მასპინძლობს კიდეც კონფერენციებს. გასულ წელს საქართველოში ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი კონფერენცია წარმატებით ჩატარდა უშუალოდ იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და ძალისხმევით. ევროპულ საქმეთა კომისიის მე-6 პლენარულ სხდომაზე მინისტრს მადლობაც გადაუხადეს სტუმრებისადმი გამოჩენილი ყურადღებისთვის.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)