|
2017-05-10 16:45:26, 1590 ნახვა
საზოგადოება
მცირე მეწარმეობის დასაწყებად შიდა ქართლში გრანტი 158 დევნილს გადაეცა
დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მცირე მეწარმეობის დასაწყებად ან განსავითარებლად შიდა ქართლის რეგიონში გრანტი 158 დევნილს გადასცა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში თერგვისში, ფხვენისსა და ქორდში დევნილებისთვის დაფინანსებული პროექტები მოინახულა. მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სოფლებსა და ჩასახლებებში მცხოვრებმა დევნილებმა გრანტების საშუალებით შეიძინეს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მსხვილფეხა საქონელი, ფუტკრის სკები, მოაწყვეს ხეივნები და სათავსოები. უახლოეს მომავალში შიდა ქართლის რეგიონში გრანტი კიდევ 62 დევნილს გადაეცემა. სოზარ სუბარი დაფინანსებულ დევნილებს შეხვდა და გრანტის მიღების დამადასტურებელ ხელშეკრულებები გადასცა. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ გადაცემული გრანტის დახმარებით, დევნილები მოაწყობენ სათბურს, ინკუბატორს, წისქვილს, ფრინველების ფერმასა და სხვა. საგრანტო პროგრამა „ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დევნილებისთვის“ ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული და მისი ბიუჯეტი 810,006 აშშ დოლარს შეადგენს. პროგრამის მიზანია, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამას დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო და გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, უკვე 475 დევნილი დაფინანსდა. გრანტები გაიცემა შემდეგ სამიზნე კატეგორიებზე: მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც ზრდიან არასრულწლოვან შვილებს, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე ან მათ ოჯახის წევრებზე, 25 წლის ან ნაკლები ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებიც მართავენ ოჯახს - დამოუკიდებლად უვლიან არასრულწლოვან დედმამიშვილებს, ხანდაზმულ პირებზე, რომლებიც ზრუნავენ არასრულწლოვან ობოლ შვილიშვილებზე. საგრანტო განაცხადები 31 მაისის ჩათვლით მიიღება. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)