|
2017-05-10 15:16:19, 1548 ნახვა
საზოგადოება
საჯარო რეესტრის თავმჯდომარე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის კონსულტანტებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა სარეგისტრაციო ტრანზაქციებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის დანერგვის საკითხებს ეძღვნებოდა. სააგენტოს ცნობით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას იყენებს. საჯარო რეესტრის ინოვაციით აზიის განვითარების ბანკის კონსულტანთა ჯგუფის დაინტერესებაც ამ ფაქტორმა განაპირობა. პაპუნა უგრეხელიძემ სტუმრებს უძრავი ქონების შესახებ ამონაწერების ბლოკჩეინში ასახვის პროექტის დეტალები გააცნო და ვრცლად განუმარტა მოქალაქისთვის მიღებული სარგებელი. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. 2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის შესახებ ინფორმაცია ბიტკოინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება. ბიტკოინის ქსელში მოხვედრილი მონაცემების წაშლა, შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია. ტექნოლოგია ნებისმიერი სისტემის უსაფრთხოების გარანტორია და განხორციელებული ტრანზაქციების დაცულობას, მოქნილობას და ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ტრანზაქცია რომელიც ბლოქჩეინ სისტემაში მოხვდება, ელექტრონული წესით, რამდენიმე ადგილას იქნება დაცული, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთრების უფლების დაცვის კუთხით. შეხვედრაზე აზიის განვითარების ბანკის „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის კონულტანტები ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფინანსო სფეროებში გამოყენების პერსპექტივით დაინტერესდნენ და შესაძლო სარგებელზე იმსჯელეს. „ციფრული ფინანსური სერვისებით ინოვაციების დანერგვის" პროექტის მიზანია ფიზიკურ პირებს და მცირე და საშუალო მეწარმეებს ფინანსებთან წვდომა გაუადვილოს, გადასახადების დიგიტალიზება მოხდეს და ნაღდი ფულით ტრანზაქციები შემცირდეს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)