|
2017-05-09 13:12:31, 1515 ნახვა
საზოგადოება
ზუგდიდში კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს
კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ამჯერად ზუგდიდში მიმდინარეობს. უკვე მეორედ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, პრეზიდენტიც იღებს მონაწილეობას. კონსტიტუციური ცვლილებები საზოგადოებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააცნო. მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს და მათ შორის ფუნდამენტურ პრინციპებს. კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციაში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა გაუძლოს დროს და წლების განმავლობაში უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება. ამასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც. მანვე საზოგადოებას გააცნო კონსტიტუციის პროექტში დამატებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით. კერძოდ, კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში არის დამატება, სადაც პირდაპირ, ერთგვარი დავალების სახით გაწერილია, რომ ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა ზომა საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად ევროკავშირსა და ნატოში. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა პრეზიდენტის სტატუსთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ დღევანდელი კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს მეთაური, არის უმაღლესი მთავარსარდალი და იგი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში. მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის სტატუსის სამი ძირითადი ნიშანი და ეს სამივე ძალაში რჩება. მან პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესიც განმარტა და აღნიშნა, რომ ძალიან ბევრ საპარლამენტო სისტემის ქვეყნებში პრეზიდენტის არჩევა სწორედ არაპირდაპირი წესით ხდება. მისივე განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი პრაქტიკული პრობლემა ისაა, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი არ მართავს ქვეყანას. იმ სისტემაში, რაც დღეს არის ჩამოყალიბებული, პრეზიდენტმა უნდა ჩაატაროს წინასაარჩევნო კამპანია და იგი რომელიმე პარტიასთან ასოცირდება არჩევნებზე, კონსტიტუციის ახალი მოდელით კი პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. საერთაშორისო ევროპული პრაქტიკაც, კობახიძის თქმით, საპარლამენტო მმართველობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. ირაკლი კობახიძის განმარტებით, პრეზიდენტის სტატუსი არ იზღუდება, არამედ მინიმალური ცვლილება შეეხება კომპეტენციებს - ესაა ეროვნული უშიშროების საბჭო (იგი უქმდება) და უზენაესი სასამართლოს წევრის წარდგენა. ეს ცვლილებები, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ეფუძნება ვენეციის კომისიის დასკვნებს, რომლებიც ჯერ კიდევ 2010 წელს დაიდო.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)