|
2017-05-05 18:27:14, 865 ნახვა
რეგიონი
აჭარას ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია სტუმრობს
5-6 მაისს აჭარაში საპასუხო ვიზიტით ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაცია იმყოფება. ნახიჩევანის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარეს ვასიფ თალიბოვს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ ნახიჩევანისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კულტურულ-ჰუმანიტრული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას. რეგიონის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი აჭარაში წამყვან პოზიციაზეა ეკონომიკურ პარტნიორებს შორის. 2015 წელს ბათუმში სოკარის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. გააქტიურდა სატრანსპორტო კომუნიკაციები, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვის ტრანზიტული ბრუნვა. დიდია სამომავლოდ თანამშრომლობის პოტენციალი სხვადასხვა სფეროების კუთხით. ზურაბ პატარაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს დაწინაურებაზე ,,doing business"-ის მაჩვენებლით და ხაზი გაუსვა უსაფრთხო ბიზნეს გარემოს მქონე ქვეყნების ათეულში საქართველოს პოზიციის გაუმჯობესებას. განხილულ იქნა ნახიჩევანი-ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენების შემოღების საკითხი, წამყვანი ტურ-ოპერატორების რეგიონში სტუმრობა და ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის სფეროში აზერბაიჯანული მხარე მზად არის ითანამშრომლოს მთიან აჭარაში მეცხოველეობის, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშემწყობ პროგრამებში. მხარეებმა ისაუბრეს ლოჯისტიკური ცენტრების შექმნასა და შექმნილი პროდუქციის რეალიზაციაზე. ნახიჭევანის დელეგაციის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის მეწარმეთა კონფედერაციის თავმჯდომარე ვიუგარ აბასოვი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი. უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრას აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან ღლონტი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე აჭარის ა.რ. საკანონმდებლო ორგანოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობის წესსა და პრინციპებს. ,,აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მზად ვართ ურთიერთობის გაღრმავებისთვის და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისთვის, გაგრძელდება გაცვლითი პროგრამები ავტონომიური რესპუბლიკების უნივერსიტეტებს შორის, გააქტიურდება ბავშვთა მკურნალობის პროგრამები ნახიჩევანის და აჭარის გამაჯანსაღებელ-სარეაბილიტაციო ცენტრებში, განვიხილეთ ბათუმი-ნახიჩევანის პირდაპირი ფრენების და მატარებლის დანიშვნის საკითხი", - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.
(NS)
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)