11:34 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-05 17:57:58, 1855 ნახვა

საზოგადოება
კულინარიის აკადემიისა და USAID/REAP-ის ორგანიზებით კულინარიული კონკურსი გაიმართა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიამ USAID-ის პროგრამა REAP-თან ერთად  კულინარიულ კონკურსს უმასპინძლა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობის 25 წლისადმი მიძღვნილი იუბილეს ფარგლებში გაიმართა და  მიზნად ისახავდა ქართული აგროპროდუქციის წარმოების ხელშეწყობას, ასევე აშშ-ისა და საქართველოს მთავრობების მხარდაჭერის დემონსტრირებას.

კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩხეიძემ,     საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ნიკოლას ბერლინერმა და USAID-ის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლიმ  მიიღეს.  საკონკურსო კერძების დასამზადებლად მონაწილეებმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, USAID REAP-ის და  სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს (APMA) ბენეფიციარების მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გამოიყენეს.  აღსანიშნავია, რომ კონკურსზე გამოყენებულ ყველა პროდუქტს მიღებული აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატი, რაც პროდუქციის ევროკავშირში გატანისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კულინარიული კონკურსის მონაწილეებს დახმარებას  კულინარიის აკადემიის სტუდენტები უწევდნენ.

მომზადებული კერძები შეაფასა სპეციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში    სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქართველი შეფ-მზარეული მერიკო გუბელაძე, ,,ცოდნის ფონდის“  დირექტორი ანასტასია ბენდუქიძე და  მსახიობი ბახვა ბრეგვაძე შედიოდნენ.  ჟიურის გადაწყვეტილებით,  ყველაზე საინტერესო და გემრიელი კერძის მომზადებისთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე დაჯილდოვდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics