|
2017-05-05 17:02:31, 1833 ნახვა
საზოგადოება
სოზარ სუბარმა გორში დევნილ ოჯახებს ბინების გასაღები გადასცა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ გორში, 8 დევნილ ოჯახს ბინების გასაღები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში გორში, სხვადასხვა ობიექტებში მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში ახლადგარემონტებული ბინები სოციალურ სახლში, ყოფილი სასტუმროს შენობაში, საბავშვო ბაღის შენობასა და ე. წ „ტურბაზის ჩასახლების“ ხის კოტეჯებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცათ. მათივე ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინებში გადანაწილდებიან დევნილი ოჯახები. დევნილთა და განსახლების მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გორში მცხოვრები დევნილებისთვის მიცემულ დაპირებებს ასრულებს. მისივე თქმით, 2017 წელს დასრულდება 8 ათსართულიანი კორპუსის მშენებლობა, სადაც ახალ ბინას კიდევ 480 ოჯახი მიიღებს. „ეს ოჯახები ცხოვრობდნენ გორისთვის ძალიან მნიშვნელოვან ობიექტებში და დღეს ეს ობიექტები დავცალეთ. ერთ-ერთი ასეთი შენობა არის სოციალური სახლი, სადაც სოციალურად დაუცველი ოჯახები შესახლდებიან მას შემდეგ, რაც დევნილი ოჯახები დაცლიან საცხოვრებელ ფართებს. მეორე, ბაზრის ტერიტორიაზე ყოფილი სასტუმროს შენობა, რომლითაც ინვესტორია დაინტერესებული. ყველა ასეთი ობიექტი ბოლომდე არ დაცლილა, მაგრამ ეს პროცესი დაიწყო და მივიყვანთ ბოლომდე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)