|
2017-05-05 15:11:21, 2083 ნახვა
საზოგადოება
აჭარაში ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ დღეს პოეტის ზურაბ გორგილაძის საფლავი ყვავილებით შეამკო. ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში პოეტის საფლავზე იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრები. მათ გაიხსენეს ზურაბ გორგილაძის სახალხოდ ქცეული ლექსები და პოეზიის მარგალიტები. პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი საკათედრო ტაძრის მოძღვრებმა მამა სერგიმ და მამა ანდრიამ აღავლინეს. ,,დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე - ჩვენი კუთხის გამოჩენილი შვილის, სასახელო პოეტის, ზურაბ გორგილაძის 80 წლის იუბილე. მინდა თითოეულ ჩვენგანს მივულოცო ეს დღე. ზურაბ გორგილაძე იყო ყველასათვის საყვარელი პოეტი, გამორჩეული პიროვნება და მშობლიური კუთხის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ადამიანი. ის იყო არაჩვეულებრივი პოეტი, ამიტომაც სიცოცხლეშივე დაიმსახურა მშობელი ხალხის სიყვარული. მჯერა, არაერთი თაობა გაიზრდება მის ლექსებზე. მის სახელს, მის შემოქმედებას დაფასება და მოფრთხილება სჭირდება"-აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარე. დღესვე, ზურაბ გორგილაძის მშობლიურ სოფელ გორგაძეებში მდებარე მამისეულ სახლში პოეტის სახლმუზეუმი გაიხსნება, ჩაქვის პირველ საჯარო სკოლაში კი პოეტის მემორიალი დაიდგმება, რომლის გარშემოც მისი სახელობის სკვერი მოეწყობა. დღის ბოლოს კი ხალას კულტურის სახლში ზურაბ გორგილაძის საიუბილეო საღამო გაიმართება.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)