|
2017-05-05 11:52:48, 1789 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრმა გურჯაანში ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში დაფინანსებული ღვინის საწარმო დაათვალიერა
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის მენეჯერმა გიორგი ჯიბლაძემ გურჯაანის მუნიციპალიტეტში „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ღვინის საწარმო, შპს „მარანული“ დაათვალიერეს. სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მარანული“ 2015 წელს გაიხსნა. საწარმოში, სადაც 100 ადამიანია დასაქმებული, წლიურად 300 ტონამდე ყურძნის გადამუშავება ხდება. წარმოებული 285.000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხორციელდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში. კომპანია სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,350,000 აშშ დოლარი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 600,000 აშშ დოლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს. 2013 წლიდან, ახალი საწარმოების შექმნის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 -ზე მეტი მოქმედი და 158 ახალი საწარმო, აქედან კახეთის რეგიონში 53 ახალი საწარმოა შექმნილი. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)