13:27 - 29 Oct, 2026
|
2017-05-04 20:24:03, 2113 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდა. თავდაპირველად, გია მხეიძე დაკავებული იყო. მას 2-თვიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მოგვიანებით პატიმრობა 10 000 ლარიან გირაოთი შეეცვალა. შეგახსენებთ, რომ ჯიხაშკარის საარჩევნო უბნები გასული წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ღამეს, ხმების დათვლის პროცესში დაარბიეს. ჯიხაშკარის ინციდენტისას საერთაშორისო დამკვირვებლები დაშავდნენ. საქმეზე გია მხეიძის გარდა, კიდევ ორი პირია ბრალდებული.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)