|
2017-05-04 15:14:55, 1752 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“: სიგარ ბარებში და კაზინოში მოწევის დაშვება, კანონპროექტის სერიოზული სისუსტეა
საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად განხორციელდება. თამბაქოს ნაწარმის სადა შეფუთვა და კოლოფზე თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული დაავადებების ფოტოების (პიქტოგრამების) დატანა 2018 წლის პირველი იანვრიდან გახდება სავალდებულო. 2018 წლის პირველი მაისიდან კი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის, ელექტრონული სიგარეტის და ჩილიმის) მოწევა აიკრძალება ყველა დახურულ სივრცეში (იგულისხმება შენობა ნაგებობა, რომელსაც 50%-ზე მეტი კედლები აქვს), გარდა საცხოვრებელი ბინების, სასჯელაღსრულებითი და წინასწარი დაკავების დაწესებულებებისა და კაზინოებისა. მხოლოდ სიგარის მოწევა კი შესაძლებელი იქნება სიგარ-ბარებში, სადაც კატეგორიულად დაუშვებელი იქნება ყველა სახის საკვები პროდუქტის გაყიდვა, რათა სიგარ-ბარი კაფე-ბარად არ ტრანსფორმირდეს. ამასთან, სიგარ-ბარის გასახსნელად საჭირო იქნება სპეციალური, ძვირადღირებული ლიცენზიის მოპოვება. 2018 წლის პირველი მაისიდან აიკრძალება თამბაქოს ნაწარმის რეკლამა, სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს პროდუქციის გარე ხილვადობა კი 2018 წლის პირველი სექტემბრიდან აიკრძალება, ამ დროიდან დაუშვებელი იქნება მათი გამოფენა სავაჭრო ობიექტების გარე ვიტრაჟებში, 2021 წლიდან აკრძალვა შეეხება თამბაქოს ნაწარმის შიდა ხილვადობასაც და თამბაქოს ნაწარმი არა გამჭვირვალე ლაითბოქსებში, არამედ შენიღბულ სივრცეში განთავსდება. "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" მიიჩნევს, რომ კანონპროექტის ნაწილი, რომელიც სიგარ ბარებში და კაზინოში მოწევის დაშვებას ეხება, კანონპროექტის სერიოზული სისუსტეა. "ვიმედოვნებთ, რომ ეს ნაკლოვანება უახლოეს მომავალში გამოსწორდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაირღვევა კაზინოებსა და სიგარ-ბარებში მომუშავე პერსონალის უფლება, ისუნთქონ თამბაქოს ბოლისგან თავისუფალი ჰაერი. ამ საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებამდე თანადგომას ვუცხადებთ ყველას, ვინც კაზინოებსა და სიგარ-ბარებში მუშაობს და ისურვებს იჩივლოს თამბაქოს მოხმარების შედეგად მათი სამუშაო გარემოს დაბინძურების გამო, ჩვენ მათ სამართლებრივ დახმარებას გავუწევთ“, - აცხადებს თამბაქოს კონტროლის ალიანსი. თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს 76 მომხრე და ორი წინააღმდეგი ჰყავდა. კანონის საბოლოო მიღებამდე კიდევ ერთი მოსმენა დარჩა, რომელიც მიმდინარე თვის ბოლო რიცხვებში გაიმართება და 31 მაისს, თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღეს, საქართველო ახალი, გამკაცრებული კანონით შეხვდება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)