|
2017-05-04 14:07:32, 2321 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე ეკა ბესელია დაიკითხება
დაზარალებულად ცნობილი ფოტოგრაფის გია აბდალაძის განცხადებით, ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას დაიკითხება როგორც ამბადაძემ აღნიშნა, იმ პერიოდში ზეწოლის შედეგად ახალი ადვოკატის მირდატ ქამადაძის აყვანას აიძულებდნენ. „დამავალეს, რომ ძმაკაცურად უნდა დამერეკა მირდატ ქამადაძისთვის და მეთხოვა ჩემი ადვოკატი ყოფილიყო. მითხრეს, რომ სასამართლოში ის წამიყვანდა და საპროცესოთიც გამომიყვანდა", - განაცხადა გია აბდალაძემ. ფოტოგრაფის თქმით, ეკა ბესელიამ როდესაც გაიგო, რომ აბდალაძე საპროცესოს იძულებით თანხმდებოდა, მას გაფრთხილება მისცა. „ეკას ვუთხარი, რომ სხვა გზა არ მაქვს, თვალწინ პატიმრებით გაუპატიურებით მემუქრებიან და საპროცესოს უნდა დავთანხმდეთქო. მაშინ ეკამ მითხრა, არ არიან სანდოები და ეს არ გააკეთოო. იძულებული ვიყავი ეს მექნა. ბესელიამ მაშინ დადო დასკვნა, რომ არ ეთანხმებოდა ჩემ ჩვენებას და ჩემ აღიარებას. ეს დასკვნა ახალ გამოძიებას მნიშვნელოვნად წაადგა", - განაცხადა გია აბდალაძემ. ცნობისთვის, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაზარალებულის სტატუსის მქონე ნათია და ირაკლი გედენიძეები, ასევე ზურაბ ქურციკიძე უკვე დაიკითხნენ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ აღნიშნული საქმე 2016 წლის ივნისში გახსნა. სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია დაკავებული. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძეა მიცემული, რომელიც ამჟამად წითელი ცირკულარით იძებნება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)