|
2017-05-04 13:37:11, 1603 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობას სხვა ქალაქებშიც დაუჭიროს მხარი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დედაქალაქის მერთან დავით ნარმანიასთან ერთად დღეს თბილისის მერიისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „ქალაქი-ბიბლიოთეკა" შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო. „ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან - სტენდებიდან QR კოდის საშუალებით სმარტფონში უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები. დღეისათვის, უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები უკვე განთავსებულია თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილი დღევანდელ ღონისძიებაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომ ანალოგიური ელექრონული ბიბლიოთეკები, საქართველოს მასშტაბით, ყველა ქალაქში გაკეთდეს, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მზადაა პროექტის ფინანსური მხარდაჭერა განახორციელოს. „მინდა თბილისელებს და თბილისის სტუმრებს მივულოცო პროექტის განხორციელება. მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტმა მიმდინარე წელი განათლების წლად გამოაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ განათლების ხელმისაწვდომობაზე, წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციაზე და ეს პროექტი სწორედ ამ ყველაფერს შეუწყობს ხელს. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და თბილისის მერიას პარტნიორობისთვის. ეს პროექტი ძირითადად დაფინანსებულია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)