|
2017-05-04 13:34:57, 1870 ნახვა
საზოგადოება
„ქალაქი-ბიბლიოთეკა" - უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები თბილისის 300 წერტილში განთავსდა
მოსაწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბაღში, ელექტრონული წიგნების სახლმა „საბა", თბილისის მერიამ და პრეზიდენტის ფონდმა საზოგადოებას ერთობლივ პროექტი „ქალაქი-ბიბლიოთეკა" წარუდგინეს. „ქალაქი-ბიბლიოთეკა" სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, თბილისის მასშტაბით 300 სხვადასხვა ადგილას განთავსებული ელექტრონული ბიბლიოთეკებიდან უფასოდ ჩამოტვირთოს „საბას" ელექტრონული და ხმოვანი წიგნები თავის სმარტფონში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. ამასთან, „ქალაქი - ბიბლიოთეკა" თბილისის ერთგვარი ლიტერატურული გზამკვლევი გახდება, რომელიც დედაქალაქს „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკად" აქცევს. პროექტის განხორციელება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. დღეისათვის, თბილისში, მწერლების სახელობის 50 ქუჩაზე, სახლ-მუზეუმებთან, პარკებში, სკვერებში უკვე განთავსებულია უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები. მალე ელექტრონული წიგნები თბილისის მეტროპოლიტენშიც გახდება ხელმისწვდომი. „ქალაქი - ბიბლიოთეკა", ჯამში, 300-მდე ელექტრონული წიგნის საჩუქრად მიღების შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ მსურველს. ელექტრონული ბიბლიოთეკის ორიგინალური სტენდების დიზაინის ავტორია არქიტექტორი ზურაბ ჩოჩია, რომლის ნამუშევარი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩა. აღსანიშნავია, რომ ამ სტენდებიდან ელექტრონული წიგნების უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით. ამისათვის საჭიროა, სმარტფონში ჩამოწეროთ უფასო აპლიკაცია Saba Reader და, მასში არსებულ QR ღილაკზე დაჭერით, დაასკანეროთ ელექტრონულ ბიბლიოთეკაზე დატანილი QR კოდი. სასურველი წიგნი 1 წამში თქვენს პირად ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსდება და მის წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებთ. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა", რომელიც 2012 წელს თიბისი ბანკის ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 4 ათასამდე ელექტრონულ და ხმოვან წიგნს მოიცავს - თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba.com.ge-ზე. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)