08:04 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 11:52:26, 948 ნახვა

რეგიონი
ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებს პრესის თავისუფლების დღე მიულოცა.

„მინდა გულწრფელად მივულოცო მასმედიის წარმომადგენლებს დღევანდელი დღე - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე. განსაკუთრებით კი მინდა მივულოცო ჩვენს რეგიონში მოღვაწე ჟურნალისტებსა და მასმედიის საშუალებებს. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონში არსებობს დიდი ისტორიის მქონე მასმედიის საშუალებები. ეს არის გაზეთი „აჭარა", რომელიც 96 წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში გვაწვდის ახალ ამბებს. ასევე, აჭარის ტელევიზია და რადიო, ტელეარხი 25, გაზეთი „ბათუმელები", ინტერნეტ გამომცემლობები და სხვა საინფორმაციო საშუალებები.მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ასევე, მივულოცო ჩვენს რეგიონში აკრედიტირებულ ჟურნალისტებს, მინდა გისურვოთ წარმატებები ჩვენი ქვეყნის და ჩვენი რეგიონის საკეთილდღეოდ",-განაცხადა პატარაძემ.

ამ დღესთან დაკავშირებით  სასტუმრო ,,ჰილტონში" პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილი კონფერენცია ,,მედიის როლი და საჭიროებები" გაიმართა, რომელსაც ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, ქართული და საერთაშორისო, მედია და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics