08:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-02 11:39:49, 1874 ნახვა

საზოგადოება
ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება 3 მაისიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი

იუსტიციის სახლში კიდევ ერთი უწყების - შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისი დაინერგა. ხვალიდან, 3 მაისიდან,  მოქალაქეებს ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის  ფილიალებშიც შეეძლებათ.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას  იუსტიციის სახლსა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შორის დღეს მოეწერა ხელი.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა აღნიშნა, ხვალიდან მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იუსტიციის სახლის 19 ფილიალში ნასამართლეობის ცნობის შესახებ განაცხადი გააკეთონ. 

"ხვალიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შესაძლებელი იქნება იმისა, რომ მოქალაქეებმა გააკეთონ განაცხადი ნასამართლეობის ცნობის შესახებ და მიიღონ ეს განაცხადი. ეს მომსახურება რჩება ბუნებრივია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში  და ამით საკმაოდ იზრდება ხელმისაწვდომობა ამ სახელმწიფო ხელმისაწვდომობაზე, რაც  ძალიან კარგია და ხელს შეუწყობს  იმ მოქალაქეებს ვისაც აქვს საჭიროება ამ  ცნობის მიღების",-განაცხადა აზაურაშვილმა.  

ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში ეტაპობრივად  შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება.  მათ შორისაა: განმეორებითი მართვის მოწმობის გაცემა, დაკარგული ან დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის აღდგენა, ასევე ცნობების გაცემა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, პირის მსჯავრდების,  იარაღის სამართლებრივი მდგომარეობისა თუ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის შესახებ და სხვ.

იუსტიციის სახლის ფილიალებში ახალი სერვისები დაინერგა მომხმარებელთათვის მეტი კომფორტის შექმნისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით. მომხმარებელს სერვისების მიღება კვლავ შეეძლება შსს-ს მომსახურების სააგენტოს 14 ტერიტორიულ ერთეულში, რომელთაც ხვალიდან იუსტიციის სახლის 19 ფილიალი  შეუერთდება.  

ნასამართლობის ცნობის მისაღებად მომხმარებელმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს. ცნობა განაცხადის შევსებიდან ხუთ სამუშაო დღეში უფასოდ გაიცემა. ნასამართლობის შესახებ ცნობის  დაჩქარებული წესით, 1 სამუშაო დღეში, აღების საფასური 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics