|
2017-05-02 11:22:34, 1513 ნახვა
საზოგადოება
თბილისის კონსერვატორია 100 წლის იუბილეს რეაბილიტირებული შენობით შეხვდა
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში თბილისის უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია, მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი დაესწრნენ. საიუბილეო ღონისძიება კონსერვატორიის რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობაში ჩატარდა. გრიბოედოვის ქუჩა N8/10-ში მდებარე შენობის რეაბილიტაცია თბილისის მერიის დავალებით თბილისის განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ისტორიულ-კულტურული ძეგლების და სხვა შენობების რეკონსტრუქციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ისტორიული შენობის ფასადზე არსებული ნაძერწი დეტალები და ქანდაკებები. რესტავრაცია ჩაუტარდა დაზიანებულ აივნებს და ძველებურ ხის კარებს. სარესტავრაციო სამუშაოები ძეგლებზე მუშაობის წესების სრული დაცვით ჩატარდა. კონსერვატორიის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია თბილისის განვითარების ფონდმა 2017 წლის მარტში დაიწყო და აპრილის ბოლოს დაასრულა. ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიიის შენობა, კულტურული მემკვიდერეობის უძრავ ძეგლს წარმოადგენს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით 1901-04 წლებშია აგებული. ოფიციალურად იგი 1917 წლის 1 მაისს გაიხსნა, 1924 წლიდან მას სახელმწიფო კონსერვატორიის სტატუსი მიენიჭა. 1947 წლიდან თბილისის კონსერვატორია ქართველი მომღერლის ვანო სარაჯიშვილის სახელს ატარებს.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)