13:26 - 29 Oct, 2026
|
2017-05-02 09:40:32, 2250 ნახვა
სამართალი
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გაათავისუფლეს
ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსი გრიგოლ მიქავა, რომელიც გვიან ღამით დააკავეს, ამ დროისთვის გათავისუფლებულია. მიქავა ზუგდიდის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ნარკოლოგიურ შემოწმებაზე იყო გადაყვანილი, თუმცა 12 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, სამართალდამცველებმა იგი გაათავისუფლეს. მის გარდა წუხელ მოქალაქე ლევან ხვიტიაც დააკავეს, რომელსაც მარიხუანას მოხმარება დაუდგინდა. არსებული ინფორმაციით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ზუგდიდის საკრებულოს აპარატის უფროსის ადვოკატი მომხდარ ორ ფაქტს შორის კავშირს უარყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)