07:30 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-01 14:27:58, 1511 ნახვა

საზოგადოება
აჭარის შესახებ მომზადებული სარეკლამო კლიპი „ალჯაზირა“-ს ეთერში იტრიალებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირება შუა აზიის ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან გამოფენაზე გაუწია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, დუბაის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ATM-2017 დეპარტამენტი საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად მონაწილეობდა.

არაბი ტურისტებისთვის საქართველო ახალი და საინტერესო ტურისტული მიმართულებაა. შედეგად, საქართველოს სტენდი ტურისტულ კომპანიებსა და ვიზიტორებს შორის პოპულარობით სარგებლობდა. დეპარტამენტისა და ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად გამოფენაზე 32 ქართული ტურისტული კომპანიისა და სასტუმროს წარმომადგენელი ეწეოდა საქართველოს ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების პოპულარიზაციას. ამას ემატებოდა, ქართული ფოლკლორი, რომელმაც ვიზიტორების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის არაბეთის გაერთიანებული საამიროები ახალი სამიზნე ტურისტული ბაზარია, საიდანაც გასულ წელს, რეგიონში 6 953 არაბი ტურისტი ისვენებდა.

„ზოგადად, ძალიან დიდია ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ჩვენი პოტენციური ტურისტები განსაკუთრებულ ინტერესს მთისა და მასთან დაკავშირებული ტურისტული პროდუქტების მიმართ იჩენდნენ. ამიტომ კონკრეტულად, აჭარის რეკლამირებისას ჩვენც აქცენტს უფრო ეკოტურისტულ, სამთო-სათხილამურო და სათავგადასავლო მარშრუტებზე ვაკეთებდით. ჩვენ ვგეგმავთ მედიატურის ფარგლებში ჩამოვიყვანოთ არაბულ ბაზარზე და არამარტო იქ პოპულარული ტელეკომპანია „ალჯაზირა“-ს გადამღები ჯგუფი. რეგიონის შესახებ მომზადებული სიუჟეტები და სარეკლამო ვიდეო რგოლი, რომელსაც მაისში გადავიღებთ იტრიალებს ალჯაზირას ეთერში,“ აღნიშნა ლილი კეკუამ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების კოორდინატორმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics