|
2017-05-01 12:59:47, 1640 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. ციანიდის საქმეზე მეუფე დიმიტრი დაიკითხა
ე.წ. ციანიდის საქმეზე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი დაიკითხა, - აღნიშNულ ინფორმაციას დაკავებული დეკანოზის ადვოკატები ადასტურებენ. ადვოკატების ინფორმაციით, მეუფე დიმიტრი ჩვენებაში მხოლოდ დეკანოზთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით, რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისთვის ცნობილი არ არის. ამასთან, დეკანოზის უფლებადამცველის ინფორმაციით, საქმეზე სხვა სასულიერო პირებიც დაიკითხნენ და მათივე თქმით, სამართლებრივ ნაწილთან ყველაზე დიდი შემხებლობა მხოლოდ პროკურატურის მოწმეს, ირაკლი მამალაძეს აქვს. ადვოკატების განცხადებით, დეკანოზი წინასასამართლო სხდომის მოლოდინშია და ოპტიმისტური განწყობა აქვს. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა 5 მაისსაა ჩანიშნული, თუმცა ჯერ უცნობია, იქნება თუ არა პროცესი დახურული.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)