|
2017-04-28 20:39:04, 2500 ნახვა
სამართალი
17 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მარნეულის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგოს გატაცების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ დადგენილია გამტაცებლის ვინაობაც. წინასწარი ინფორმაციით, გატაცება ოჯახის შექმნის მიზნით მოხდა. გამტაცებელი 27 წლის მამაკაცია. გოგონა სკოლის მოსწავლე იყო და მე12-ე კლასში დადიოდა. აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა "საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია, რომელმაც დაწერა, რომ ამ დრომდე არ იციან გოგონას ადგილსამყოფელი. "დღეს აზერბაიჯანელი სკოლის მოსწავლე გოგონა მასზე 10 წლით უფროსმა თანასოფლელმა კაცმა გაიტაცა სკოლასთან ახლოს. მასწავლებელმა დარეკა პატრულში. ოჯახი ზის და გამწარებული ელოდება. პატრული არ ჩქარობს. ფოტო რეკონსტრუქცია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)