|
2017-04-28 20:13:48, 1513 ნახვა
საზოგადოება
პრემიერი: ფასდაუდებელია ის გავლენა,რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა ჩვენს ცხოვრებაზე იქონია
ფასდაუდებელია ის გავლენა, რომელიც აშშ-ის მიერ დაფინანსებულმა საგანმანათლებლო პროგრამებმა იქონია ჩვენს ცხოვრებაზე და დემოკრატიული საქართველოს განვითარებაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველო აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. პრემიერმა, ამერიკაში სწავლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ იქ შეძენილი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საბანკო კარიერაში. „ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. ეს მოხდა 1995 წელს, როცა პირველად გავიცანი ამერიკა. იმ წელს, ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება ახსოვს კიდეც, კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის პროფესორი, სილიციუმის ველის კონცეფციის სულისჩამდგმელი და სილიციუმის ველის ბანკის დამფუძნებელი რობერტ მედრისი ჯორჯ შულცთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, რათა აქ დაეარსებინა აშშ-ის მიერ დაფინანსებული ტრენინგის პირველი პროგრამა, რომელსაც ერქვა საქართველოს ბიზნეს ტრენინგის პროგრამა პირველ წელს და საქართველოს საბანკო საქმის ტრენინგის პროგრამა მეორე წელს, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. წილად მხვდა პატივი, შეიძლება ითქვას, რომ უფრო გამიმართლა, ვყოფილიყავი იმ ათ ქართველ სტუდენტს შორის, რომლებიც სამოქალაქო ომისა და ნგრევის შემდეგ პირდაპირ აშშ-ში ჩავიდნენ. ძალიან რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რომლებიც ჩვენ ყველას დაგვეუფლა ამერიკაში ჩასვლისთანავე. ერთი თვის განმავლობაში ჩვენ კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტში ვესწრებოდით ლიდერობის, საბაზრო ეკონომიკის ლექციებს. შემდეგ დაგვაწყვილეს და გაგვაგზავნეს სხვადასხვა ქალაქში, ზოგი ლოს-ანჟელესში, ზოგიც სან-ფრანცისკოში. ორი ჩვენგანი კი, ჩემი ჩათვლით, აღმოვჩნდით ფრეზნოში, კალიფორნიის შტატის სოფლის მეურნეობის ცენტრში. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი ხუმრობდა კიდეც, კახეთიდან ჩამოვედი აქ, ვენახებით გარშემორტყმულ ადგილასო. ჩვენ ვეხუმრებოდით, რომ ეს ადგილი ზუსტად მასზე იყო მორგებული“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)