|
2017-04-28 18:25:19, 1806 ნახვა
საზოგადოება
მამუკა სალუქვაძე: ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი არ წარგვიდგენია
„სითი ინსტიტუტი საქართველოს“ დირექტორი და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის დახურვის შესახებ ინსტიტუტს არაფერი უთქვამს. სალუქვაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის გადატანა-არგადატანის საკითხს მერია წყვეტს და ბაზრობის ადმინისტრაციამ მოლაპარაკებები აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უნდა აწარმოოს. "ჩვენ არ გვითქვამს, რომ დაიხუროს ბაზრობა, ასეთი ვარიანტი ჩვენ არ წარგვიდგენია. გენგეგმის ჯგუფი ნებართვას ვერ გასცემს გადატანა-არ გადატანაზე, ეს არის მერიის გადასაწყვეტი, თუმცა ჩვენ შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში, ისე რომ თითოეული იქ მომუშავისა და მესაკუთრის ინტერესი იყოს გათვალისწინებული. შეთანხმება უნდა მოხდეს აღმასრულებელ ხელისუფებასა და მესაკუთრეებს შორის. 15 რიცხვში უნდა ჩავაბაროთ ჩვენი გეგმის საბოლოო ვარიანტი დამკვეთს, შემდეგ დაიწყება საჯარო განხილვები. საკითხისადმი ინტერესი დიდია, ჩვენ მზად ვართ ყველა შენიშვნა, რომელსაც კონსტრუქციული ხასიათი ექნება, გავითვალისწინოთ და ავსახოთ გეგმაში”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ ახალგაზრდა ფინანსისტთა მიერ გამართულ შეხვედრაზე, სადაც გენერალური გემის შესახებ შენიშვნები და რეკომენდაციები წარადგინეს. სალუქვაძემ აქვე აღნიშნა, რომ ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის პროექტი ნანახი აქვს, თუმცა ამბობს, რომ საკითხი განხილვის საგანია. “განხივის საგანია, რამდენად მისაღებია ასეთი ფუნქციის იქ დატოვება და არა პერიფერიებისკენ გადატანა. ელიავას ბაზრობა სერიოზული ბრენდია, ბევრი მომხმარებელი ჰყავს, აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ჩვენ ალტერნატივები შევთავაზოთ მათ”,- განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციამ 2016 წლის ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილება მომხდარიყო მათ საკუთრებაში არსებული მთლიანი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება - დამტკიცება ქალაქ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურთან. თუმცხა, პარალელურად „სითი ინსტიტუტს“ აქვს გეგმა, რომ ელიავას ბაზრობა ქალაქის გარეუბანში გადავიდეს, არსებული ტერიტორია კი მთლიანად სარეკრეაციო ზონად გადაკეთდეს. ელიავას ბაზრობის ადმინისტრაციის ტერიტოორის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტმა ყველა ეტაპი გაიარა, დარჩენილია მხოლოდ საკრებულოს დასტური, თუმცა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება. უცნობია, ვის რა ინტერესი აქვს მიმდებარე ტერიტორიასთან, თუმცა ფაქტი ერთია - ადმინისტრაცია თანახმაა მიმდებარე ტერიტორია ისე მოაწყოს, რომ სრულად იყოს ჰარმონიაში არსებულ ლანდშაფტთან და მიმდებარედ არსებულ არქიტექტურულ ნაგებობებთან, ასევე გათვალისწინებული იყოს ეკოლოგიური ფაქტორები ისე, რომ მოვაჭრეების კომერციული ინტერესები არ დაირღვეს. პროექტზე ცნობილმა არქიტექტორმა, გოგი სულაბერიძემ იმუშავა, რომელიც 60 000 კვადრატულ მეტრზე, როგორც მოვაჭრეებისთვის განკუთვნილ შენობებს, ასევე გამწვანებასა და დასასვენებელ სივრცეს მოიცავს. ადმინისტრაციას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ მოვაჭრეები, რომელთა რაოდენობა 15 ათასს აღწევს.
(NS)
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)