|
2017-04-28 17:41:05, 1533 ნახვა
საზოგადოება
ბორის ჯონსონმა მიხეილ ჯანელიძეს საქართველო-დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი მიულოცა
საქართველოსა და დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილე აღინიშნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით დიდ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქართველ კოლეგას, მიხეილ ჯანელიძეს მისალოცი წერილი გამოუგზავნა. უწყების ინფორმაციით, წერილში, რომელიც მიხეილ ჯანელიძეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკკენზიმ გადასცა, ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მეგობრობა სათავეს 25 წელზე ბევრად უფრო შორეულ წარსულში იღებს. „1919 წელს, ჩემმა წინამორბედმა, ლორდ კურზონმა, სერ ოლივერ უორდროპი გამოგზავნა თბილისში ამიერკავკასიაში დიდი ბრიტანეთის უფროს კომისრად. ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა და უფრო მრავალფეროვანი გახდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. ამან ასახვა ჰპოვა ყოველწლიური ორმხრივი თანამშრომლობის (სერ ოლივერ უორდროპის სახელობის) „უორდროპის დიალოგის" ფორმატის სტრატეგიულ ხარისხში აყვანით",-აღნიშნა ჯონსონმა. ბორის ჯონსონი ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრს დაკავშირებით კმაყოფილებას გამოხატავს და როგორც არსებული ურთიერთობების გაგრძელებას, ასევე ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების იმედს გამოთქვამს. „მე მივესალმები ჩვენს მზარდ თანამშრომლობას გლობალურ საკითხებში, იქნება ეს უსაფრთხოება თუ ტერორიზმთან ბრძოლა და ვამაყობ იმით, რომ დიდი ბრიტანეთი ერთ ერთი მთავარი ინვესტორია საქართველოში. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებებს შორის კავშირები სულ უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მიმართულებითაც“,-განაცხადა ჯონსონმა. გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში აღნიშნულია, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და გააგრძელებს მისი დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)