|
2017-04-28 16:43:29, 2163 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო საქველმოქმედო ღონისძიებას - „ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ შეუერთდა
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ საქველმოქმედო ღონისძიებას - “ფრთები სიცოცხლისთვის - მსოფლიო რბენა“ (Wings for Life World Run) შეუერთდა. საქველმოქმედო გარბენი ზურგის ტვინის დაზიანებათა კვლევის დასაფინანსებლად 25 ქვეყანაში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ მონაწილეების დარეგისტრირების შედეგად შეგროვილი თანხა მთლიანად არაკომერციულ ფონდს - Wings for Life Spinal Cord Research Foundation ერიცხება. ფონდი მსოფლიოს მასშტაბით ზურგის დაზიანების მქონე პაციენტების კვლევასა და მკურნალობას აფინანსებს. საქველმოქმედო მარათონში მონაწილეობით სერვისების განვითარების სააგენტომ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც ყურადღება და თანადგომა განსაკუთრებულად სჭირდება.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)