|
2017-04-27 12:07:32, 1967 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ პატარაძე „რედ ბულის“ საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე „რედ ბულის" საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის გენერალურ დირექტორს ერიხ ვოლფს შეხვდა. შეხვედრას ასევე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, ქალაქის მერი გიორგი ერმაკოვი, „რედ ბულის" საჰაერო რბოლის ფინანსური დირექტორი და ბიზნეს პარტნიორები ესწრებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონის ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ერიხ ვულფმა „რედ ბულის" საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. მხარეებმა ამ ჩემპიონატის ბათუმში გამართვის შესაძლებლობა განიხილეს. „რედ ბულის" საჰაერო რბოლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი საჰაერო რბოლის მოტოსპორტის ღონისძიებაა. 2003 წელს დაარსებულმა ორგანიზაციამ პირველი ჩემპიონატი 2005 წელს გამართა, ხოლო 2014 წლიდან კი „რედ ბულის" საჰაერო რბოლის ახალი ეტაპი დაიწყო. განახლდა თვითმფრინავების ძრავები, დაინერგა ახალი წესები და რეგულაციები, რომლითაც პილოტის უნარ-ჩვევებზე უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა. ღონისძიება აღიარებულია საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის (მსოფლიო საჰაერო სპორტის ფედერაცია) მიერ, რომელიც "რედ ბულის" საჰაერო რბოლის მსოფლიო ჩემპიონატის ხელმძღვანელ ორგანოს წარმოადგენს. "რედ ბულის" საჰაერო რბოლაში მონაწილეობას იღებს მსოფლიოს 14 საუკეთესო პილოტი, რომლებმაც დროის უმოკლეს ვადაში და ნაკლები შეცდომებით უნდა დაფარონ გასაბერი პილონებით მოწყობილი სარბოლო ტრასა (370 კმ). მიმდინარე წელს "რედ ბულის" საჰაერო რბოლა გაიმართა ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა აბუ დაბი (არაბთა გაერთიანებული საამიროები) და სანდიეგო (აშშ). ასევე 2017 წელს ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია ქალაქ ჩიბაში (იაპონია), ბუდაპეშტში (უნგრეთი), ყაზანში (რუსეთი), პორტოში (პორტუგალია), ლაუზიცში (გერმანია) და ინდიანაპოლისში (აშშ).
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)