|
2017-04-26 20:10:54, 1766 ნახვა
საზოგადოება
3 თვის მონაცემებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ნიშნებით სასწრაფო დახმარების ცენტრს 73 979-ჯერ მიმართეს
სამ თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 183 461 გამოძახება დაფიქსირდა, საიდანაც 16 247 შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. სასწრაფო დახმარების ცენტრიდან გამოთხოვილი სტატისტიკის თანახმად, პაციენტებს ხშირ შემთხვევაში გულ-სისხლძარღვთა დაავადება აღენიშნებოდათ. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში, 63 209 გამოძახებიდან, გულ-სისხლძარღვთა დაავადების ჩივილით 26 567 გამოძახება დაფიქსირდა; თებერვალში - 50 590 გამოძახებიდან 22 077; მარტში კი, 69 662 გამოძახებიდან 25 335. საერთო ჯამში, სამ თვეში გულ-სისხლძარღვთა დაავადების ნიშნებით სასწრაფოს 73 979-ჯერ მიმართეს. აღსანიშნავია, რომ მარტში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შემთხვევები გაზრდილია, რადგან ეს პერიოდი ამინდის არამდგრადობითა და მკვეთრი მერყეობით გამოირჩევა. ჰაერის ტემპერატურა, ატმოსფერული წნევა, ტენიანობა, ქარის სიჩქარე დღეში რამდენჯერმე შეიძლება შეიცვალოს. ასეთი მერყეობა ჯანმრთელ ადამიანსაც კი საგრძნობ დისკომფორტს უქმნის. წლის ეს პერიოდი კარდიოლოგიური პაციენტებისთვის განსაკუთრებით შემაწუხებელია. ამინდისა და ბუნებრივი ფაქტორების მკვეთრ მერყეობას თავისი მიზეზი აქვს – ზამთარი გაზაფხულით იცვლება. ადამიანის ორგანიზმშიც ზამთრისთვის დამახასიათებელი ნივთიერებათა ცვლის პროცესი გაზაფხულისთვის ტიპურ რეჟიმზე „გადაირთვება", რაც ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებაზე ისახება. აღსანიშნავია მაგნიტური ქარიშხლებიც, რომლებიც, უპირველეს ყოვლისა, სისხლის მიმოქცევასა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე მოქმედებს. ზოგიერთი მკვლევარი ამ გარემოებას მიიჩნევს იმის მიზეზად, რომ გულსისხლძარღვოვანი კატასტროფები, როგორიცაა ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი და მძიმე ჰიპერტონიული კრიზები - გაზაფხულზე უმეტესად მაგნიტურქარიშხლიან დღეებში ხდება. მარტში იცვლება არტერიული წნევის მაჩვენებლები, სისხლში თრომბოციტების აგრეგაცია, ლიპიდური ცვლა, გლუკოზისადმი ტოლერანტობა, ორგანიზმის იმუნორეაქციულობა, მგრძნობელობა სხვადასხვა მედიკამენტისა თუ ტოქსიკური ნივთიერების მიმართ - ეს კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების გამწვავების მიზეზია. დაავადების სიმწვავე განსაკუთრებით 55 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებში იჩენს თავს.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)