|
2017-04-26 18:12:54, 1499 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ზოგიერთ უბანში გუშინ ჰაერის დაბინძურებამ დაშვებულ ნორმას გადააჭარბა
თბილისის ზოგიერთ უბანში, ჰაერში აზოტის დიოქსიდის, ოქსიდის და ოზონის შემცველობამ დაშვებულ ზღვარს გადააჭარბა. გარემოს ეროვნული სააგენტო სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერში აზოტის დიოქსიდის შემცველობამ (0.048მგ/მ3) დასაშვებ ნორმას (0.04მგ/მ3) წერეთლის გამზირზე (N105) გადააჭარბა. ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში კი, აზოტის დიოქსიდის შემცველობა ნორმის ფარგლებშია. ჰაერში ოქსიდის შემცველობამ დასაშვებ ნორმას (0.06 მგ/მ3) ასევე წერეთლის გამზირზე გადააჭარბა (0.063). ამ კუთხით, ვარკეთილისა და ყაზბეგის გამზირის ტერიტორიაზე დაბინძურების მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ოზონის შემცველობა სამივე ლოკაციაზე დასაშვებ ზღვარს (0.03მგ/მ3) სცილდება. კერძოდ, ვარკეთილში (3 მკრ-ნი, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) ჰაერში ოზონის შემცველობა გუშინ 0.088 მგ/მ3 იყო; ყაზბეგის გამზირზე (წითელ ბაღთან) 0.08 მგ/მ3; წერეთლის გამზირზე კი, 0.056 მგ/მ3. რაც შეეხება მტვერს, ჰაერში მტვერის შემცველობა დასაშვებ ზღვარს (0.05) მხოლოდ წერეთლის გამზირზე მიუახლოვდა (0.043). ცნობისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურები ვარკეთილში, ყაზბეგისა და წერეთლის გამზირზე დაამონტაჟეს. აქამდე თბილისში მხოლოდ ვაშლიჯვარში განთავსებული სადგური მოქმედებდა. აღნიშნული ტერიტორიები იაპონელ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად შეირჩა. ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომატური სადგურების საშუალებით, დამაბინძურებელი ნივთიერებების უწყვეტი 24 საათიანი ონლაინ მონიტორინგი ხორციელდება. ჰაერში განისაზღვრება ნახშირჟანგის (CO); აზოტის ჟანგეულების (NOx, NO, NO2); გოგირდის ორჟანგის (SO2); მიწისპირა ოზონისა (O3) და მტვრის სხვადასხვა ფრაქციის შემცველობა. თბილისის სხვადასხვა უბანში, დაახლოებით 100-მდე წერტილში ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებლების კონცენტარცია განისაზღვრა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)