|
2017-04-26 16:05:00, 1425 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ბაგა-ბაღებში ფსიქოლოგების, ლოგოპედებისა და სპეც.პედაგოგების გადამზადება დაიწყო
თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებში დასაქმებული ფსიქოლოგების, სპეც.პედაგოგებისა და ლოგოპედების გადამზადება დაიწყო. როგორც “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ტრეინინგები აპრილიდან ნოემბრამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში, 120 ფსიქოლოგი, 120 ლოგოპედი და 170 სპეც.პედაგოგი, ჯამში 410 თანამშრომელი გადამზადდება. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ 2016 წლამდე თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობაში ფსიქოლოგისა და ლოგოპედის შტატები არ იყო, სპეც.პედაგოგის შტატი კი საერთოდ არ არსებობდა. აღნიშნული პროექტი ინკლუზიური განათლების ფარგლებში 2016 წლიდან დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კონკრეტულ პოზიციებზე კონკურსები გამოაცხადა, საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩია კადრები და ამჟამად, მიმდინარეობს მათი გადამზადება. ამასთან, გასულ წელს შეიქმნა სპეციალური გზამკვლევი, რომლითაც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების ლოგოპედები, ფსიქოლოგები და სპეც.პედაგოგები ხელმძღვანელობენ. ამ გზით შესაძლებელი გახდა თბილისის მასშტაბით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ერთიანი სააღმზრდელო სპეციფიკისა და მეთოდიკის დანერგვა. დასაქმებული სპეც.პედაგოგების, ლოგოპედებისა და ფსიქოლოგების როლის გაძლიერება სააღმზრდელო პროცესში თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2017 წლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ტრეინინგებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ატარებს. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)