|
2017-04-26 14:46:13, 1459 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის სურსათისა და მედიკამენტების უწყების აღმასრულებელ დირექტორს, ჰიშამ ბინ საად ალი-ჯადაეის შეხვდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის მხარე, საქართველოდან ექსპორტის წახალისებისა და გამარტივების მიზნით, პირუტყვის ვეტერინარული საკარანტინო პუნქტების მოწყობის უზრუნველყოფით დაინტერესდა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთი სპარსეთის ყურეში ყველაზე დიდი ქვეყანაა და ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. „საქართველოდან საუდის არაბეთში უკვე ხორციელდება ცოცხალი პირუტყვის ექსპორტი. მნიშვნელოვანია, განხორციელდეს გადამუშავებული პროდუქტის ექსპორტიც, რადგან მეტი დამატებითი ღირებულება შეიქმნას საქართველოში. შეხვედრაზე შევთანხმდით საქართველოდან დაკლული ცხვრის ხორცის ექსპორტის განხორციელების საკითხზე. საჭიროა გარკვეული პროცედურების გავლა, ჩვენი სასაკლაოების სისტემის აღიარება, რომ ორგანიზებულად მოხდეს ექსპორტის განხორციელება საუდის არაბეთის მიმართულებით. ერთობლივი საკარანტინო ზედამხედველობის შესახებ მიღწეული შეთანხმება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გაუადვილებს ოპერირებას, რაც საქართველოდან საუდის არაბეთის მიმართულებით აგროსასურსათო პროდუქტის ექსპორტის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან საუდის არაბეთში ექსპორტირებულია 7.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია. 2015 წელთან შედარებით, ეს მონაცემი 68%-ითაა გაზრდილი. 2016 წელს მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში საუდის არაბეთის წილი 1.1%-ს შეადგენს. 2016 წელს, საქართველოდან საუდის არაბეთში ძირითადად ექსპორტირებულია ცოცხალი ცხვარი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, თხილი, თივა, უალკოჰოლო გაზიანი სასმელები, მინერალური წყლები და სხვა. ქართულ დელეგაციას, მინისტრთან ერთად, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, ომანის სასულთნოსა და იემენის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი წარმოადგენენ. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)