09:31 - 31 Aug, 2026
|
2017-04-26 14:00:51, 2340 ნახვა
სამართალი
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე დაკავებულ ქალბატონს 250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა
როგავების ოჯახის წევრების აქციაზე დაკავებულ ქალბატონს 250 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ენგურის ხიდზე მისი დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე- წვრილმანი ხულიგნობისა და 173-ე-კანონიერი განკარგულებისადმი, ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით მოხდა. მამა-შვილი როგავების ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებისგან მათ გასათავისუფლებლად, უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. არჩილ და პაატა როგავები ე.წ. მესაზღვრეებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, 5 აპრილს იმ დროს დააკავეს, როცა ისინი მდინარე ენგურზე სათევზაოდ იმყოფებოდნენ. მათ ბრალი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
დონეცკში აფეთქდა ელენოვკას ციხის კოლონიის ზედამხედველის მოადგილის მანქანა, სადაც 50-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ტყვე დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)