12:27 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-26 10:58:39, 2195 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დაიწყო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და ჩართულობით, ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული   საფრთხეების გამოვლენისა და მათზე რეაგირების საკითხებზე ტრენინგი დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით,  სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი, აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიუროსა (FBI) და თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

მათივე ცნობით, ტრენინგს  ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები წარუძღვებიან.

შსს-ს თანამშრომლები ქიმიური, ბიოლოგიური და  რადიაციული საფრთხის შემცველი ნივთიერებების აღმოჩენისა და მათზე რეაგირების, პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობების გამოყენებისა და დეკონტამინაციის საკითხებზე თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს გაივლიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ - დამალულად არაფერი ხორციელდება
გვარამია - ნორმად განმარტების იმ სისტემით, რომელსაც მოსარჩელე გვთავაზობს, ასაკრძალი თავად „ქართული ოცნებაა"
იუსტიციის მინისტრი - ფეიქრიშვილი ნამდვილად არ იყო მარტო საკანში
თურქეთმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 85 წევრი დააკავა, რომლებიც ევროპაში Starlink-ის სადგურებზე თავდასხმებში იყვნენ ჩართულნი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics