04:19 - 09 Aug, 2026
|
2017-04-25 19:26:31, 1762 ნახვა
საზოგადოება
მინდია ჯანელიძემ თურქეთის უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს უმასპინძლა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უშიშროების საბჭოს გენერალურ მდივანს სეიფულა ჰაჯიმუფთუოღლუს უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე და გამოწვევებზე, ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და სამომავლო სტრატეგიული თანამშრომლობის გეგმებზე. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ეროვნული სიტუაციური ოთახი, სადაც საქართველოში კრიზისული სიტუაციების მართვის სისტემას გაეცნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)