|
2017-04-23 12:29:51, 1648 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვაში მონაწილეობა მიიღო
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთში, იორმუღალოში ფისტას ნერგების დარგვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. სოფლის მეურნეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფისტას ბაღების გაშენებას საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია „არიკ ჯგუფი“ ახორციელებს. მინისტრის განცხადებით, საქართველოს აგროკლიმატური პირობები ფისტას წარმოების შესაძლებლობას იძლევა. „ფისტა ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი კაკლოვანი მცენარეა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ამ პროდუქტის მსხვილი მწარმოებელი და შემდეგ ეტაპზე კი ექსპორტიორი ქვეყანა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ფისტა საკვები მრეწველობის გარდა, ფართოდ მოიხმარენ ფარმაცევტულ წარმოებაში. ღონისძიების ფარგლებში კომპანიამ „არიკ ჯგუფი“ მემორანდუმები გააფორმა საპარტნიორო ფონდსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო სამუშაოების ჩატარებას მევენახეობა-მეხილეობის, ნიადაგის ნაყოფიერების კვლევის, მცენარეთა დაცვის სფეროებში. ასევე, სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და „არიკ ჯგუფის“ ბაზებზე მოხდება ახალგაზრდა სპეციალისტების გადამზადება და მათ რეგულარულად ჩაუტარდებათ სემინარ-ტრენინგები. მემორანდუმის ფარგლებში ასევე მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთი. კომპანია „არიკ ჯგუფი“ საქართველოში 2012 წლიდან ახორცილებს საინვესტიციო პროექტებს სოფლის მეურნეობის, საკვები ინდუსტრიის, ეკოტურიზმისა და მშენებლობის მიმართულებებით. კომპანიას დაგეგმილი აქვს 1000 ჰექტარზე ახალი, ადგილობრივ კლიმატზე მორგებული ფისტას პლანტაციის გაშენება. ღონისძიებაში მონაწილეობა მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, მოხალისეებმა (Youth Voice, FLEX და სხვები), სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა და სტუდენტებმა მიიღეს. (NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)