|
2017-04-22 15:30:50, 1046 ნახვა
რეგიონი
აჭარის ტურისტულ პოტენციალს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები ეცნობიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე 21-22 აპრილს საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს ბათუმში მასპინძლობს. ბრაზილიის, საბერძნეთის, იაპონიის, ყაზახეთის, კორეის, თურქეთის აშშ-ის ელჩების და ნატოს ოფისის ხელმძღვანელის მეუღლეები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან, დაათვალიერებენ ღირშესანიშნაობებს და მუზეუმებს, გაეცნობიან ქართულ ფოლკლორსა და აჭარულ სამზარეულოს. სოფიო ბაკურიძის ინიციატივით, ანბანის კოშკში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა შედგა. დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა მეუღლეებს სოფიო ბაკურიძემ რეგიონისა და ქალაქის ისტორია, ტურისტული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო გააცნო. ელჩების მეუღლეებთან ერთად შეხვედრას თურქეთის, სომხეთის და ირანის კონსულების მეუღლეები, ასევე საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე ქალბატონები ესწრებოდნენ. მათ ისაუბრეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორებიცაა გენდერული თანასწორობა, ქალთა უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემო და სხვა. „აჭარაზე ბევრი არაფერი ვიცოდით და მართლაც ძალიან კარგი შეხვედრა იყო რეგიონის პოპულარიზაციისთვის. რაც ყველაზე მთავარია, ვისაუბრეთ ქალთა უფლებებზე. საოცარია, რომ ქალები ყველგან, ყველა ქვეყანაში იბრძვიან თავიანთი უფლებებისთვის. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა!"- აღნიშნა ბათუმში სტუმრად მყოფმა აშშ-ის ელჩის იან კელის მეუღლემ ფრანჩესკა კელიმ. აღსანიშნავია, რომ აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს ასოციაცია „ერთმანეთისთვის" და საზოგადოებრივ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს. ასოციაციის მთავარ სამიზნე ჯგუფს ამ ეტაპზე შშმ პირთა უფლებები და კვლევა წარმოადგენს. „საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეებს გავაცანით ჩვენი რეგიონის მრავალმხრივი, მიმზიდველი და საინტერესო პოტენციალი. ვისაუბრეთ კულტურულ მრავალფეროვნებაზე. ვფიქრობ, რომ ასეთი ეფექტური კომუნიკაციით და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით ყველანი ერთად შევძლებთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონის განვითარებაში," - აღნიშნა სოფიო ბაკურიძემ. საქართველოში აკრედიტებული ელჩების მეუღლეები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში მიმდინარე ფესტივალს „ევროპული გაზაფხულის ხმა" დაესწრნენ, რომელიც ბათუმში ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნად ტარდება და ქართულ ფოლკლორულ კონცერტებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ეთნო-პოპის კონცერტებს მოიცავს. (NS)
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)