|
2017-04-21 19:22:59, 1331 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქედაში დასუფთავების აქციას შეუერთდა
პრემიერის ინიციატივას,რომლის თანახმადაც საქართველოს ყველა რეგიონში დასუფთავების აქცია გაიმართება, აჭარაც შეუერთდა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მისაღებად დღეს ქედის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, რეგიონის პირველმა პირმა ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ტურისტების და სტუმრების მიერ ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად მონახულებადი მახუნცეთის ჩანჩქერი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. აქციის მიმდინარეობის დროს ზურაბ პატარაძე ჩანჩქერთან მყოფ ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. დასუფთავების აქციაში გამგეობის, საკრებულოს, მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლები, არსებული დაწესებულებების წარმომადგენლები და მოსახლეობა ჩაერთო. დილიდანვე 60 სოფლის ცენტრებსა და უკანონო ნაგავსაყრელებს გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები სოფლის მოსახლეობასთან ერთად ასუფთავებდნენ. აქციაში ასევე ჩაერთვნენ საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, რომლებმაც მიმდებარე ტერიტორიები დაასუფთავეს. ქედის მუნიციპალიტეტში ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯამში 300-ზე მეტი რკინის სანაგვე კონტეინერი დაიდგა. ურნები განთავსებულია ყველა სოფელში, ტურისტულ ობიექტზე, კერძო სექტორთან, ღვინის მარნებთან მისასვლელ მარშრუტებზე. საქართველოს მასშტაბით ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა. მუნიციპალიტეტს დღეიდან საკუთარი ნაგვის გადამზიდი მანქანაც ეყოლება, რომელიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ქალაქის ნაგავსაყრელზე წამოიღებს. საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს აღინიშნა და მას შემდეგ ყოველწლიურად ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. (NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)