02:04 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-21 14:22:13, 1600 ნახვა

საზოგადოება
დიდ დიღომში 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო

საბურთალოს რაიონში, დიდი დიღმის დასახლებაში გამწვანების აქცია გაიმართა.

მერიის ინოფრმაციით, საგაზაფხულო რგვების ფარგლებში, ახალი,  მშენებარე ავტო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე 2 000 ძირი ალვის ხე დაირგო.  ხე-მცენარეების სიმაღლე, რომლითაც ქარსაცავი ზოლი მოეწყო,  2 მეტრია.

ხეები დედაქალაქის მერიას სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ „ჯიღაურას“ სადემონსტრაციო ბაზიდან გადაეცა.

გამწვანების ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფლის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორ ლევან უჯმაჯურიძესთან, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანებისა და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ავტო ბაზის თანამშრომლებისათვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

საგაზაფხულო რგვების მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ხეები თბილისის ცენტრალურ უბნებსა და ქალაქის შემოგარენში  დაირგვება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics