11:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 10:33:32, 1999 ნახვა

სამართალი
შს მინისტრი DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს კაილ უილიამსონს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორს - კაილ უილიამსონს შეხვდა.

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ბოლო წლებში საქართველოს შს სამინისტროსა და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული თანამშრომლობა და ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე იმსჯელეს.

გიორგი მღებრიშვილმა კაილ უილიამსონს შს სამინისტროში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის 2016 წლის ანგარიშში, საქართველოს შსს-ს მიერ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებს მაღალი შეფასება მიეცა.

როგორც კაილ უილიამსონმა აღნიშნა, საქართველოს შს სამინისტროსთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა.

საქართველოს შს მინისტრმა და DEA-ს ახლო აღმოსავლეთის რეგიონული ოფისის დირექტორმა, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილ ნარკოტრანზიტების განყოფილებაზეც ისაუბრეს, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი გამოვლინდა.

გიორგი მღებრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ღონისძიებებისა და ტრენინგების მნიშვნელობა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლას ბერლინერი და აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ატაშე საქართველოში.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics