|
2017-04-11 18:27:29, 1689 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადაეცათ
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს სახელწოდებით – „საჯარო სექტორის განვითარების ხელშეწყობა ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სერვისების ეფექტური მიწოდების გზით“, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის – „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ – ფარგლებში ონის, კასპისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა – 50-მდე კომპიუტერი და 30-მდე პრინტერი – გადაეცათ. პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან მუდმივად მიმდინარეობს მუნიციპალური ბიზნესპროცესების შესწავლა და ახალი საპილოტე მუნიციპალიტეტების შერჩევა, რომლებშიც სააგენტო ეტაპობრივად ნერგავს საქმისწარმოების ელექტრონულ მუნიციპალური მართვის სისტემას (მმს). ამ დროისთვის შერჩეულია 15 მუნიციპალიტეტი. ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა განხორციელდა ელექტრონული მმართველობის დანერგვის პროცესის შეუფერხებლად განხორციელებისათვის. კერძოდ, ტექნიკის გადაცემის პარალელურად გაიმართა მრავალი სამუშაო შეხვედრა მხარეებთან. ამასთანავე, ადგილობრივ თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენინგები ე.წ. აიტი უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებაში და ა.შ. აღნიშნული სისტემის წყალობით თვითმმართველობებში ყველაზე მოთხოვნადი მუნიციპალური სერვისები ელექტრონულად გაიცემა, რაც ხელს უწყობს გაწეულ მომსახურებაზე კონტროლის გაუმჯობესებას, მომსახურების მიღების ვადების შემცირებას, ხოლო გადაწყვეტილების მიღების პროცესი უფრო გამჭვირვალე ხდება. პროექტის ფარგლებში 2015–2016 წლებში საპილოტე მუნიციპალიტეტებს ჯამში 167 კომპიუტერი და 78 პრინტერი გადაეცათ.
(NS)
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)