|
2017-04-11 17:09:47, 1484 ნახვა
საზოგადოება
მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად თბილისის მასშტაბით 10 ადგილი შეირჩა
დავით ნარმანიამ საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას ტრანსპორტის, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და საცობების მართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა. თბილისის მერიის დავალებით, საკონსულტაციო კომპანია - „PWC”-მ კვლევა ჩაატარა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შერჩეულია არანაკლებ 10 ადგილი მრავალდონიანი ავტოსადგომისთვის, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მრავალდონიანი პარკინგების ასაშენებლად, დედაქალაქის მასშტაბით, შერჩეულ იქნა 10 ადგილი. ესენია: რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო მარჯანიშვილის, ფილარმონიის, პუშკინის მოედნის მიმდებარე ტერიტორიები, ისნის მეტროსთან, დინამოს სტადიონთან, თბილისის მერიასთან, გულუას მოედანთან, ვარკეთილის მეტროსთან და გეგეშიძის ბაღთან ახლოს მდებარე ლოკაციები. გარდა ადგილმდებარეობების შერჩევისა, ანალიზი მოიცავს ბაზრის კვლევას, ტექნიკურ პარამეტრებსა და ბიზნეს მოდელს. სამშენებლო ლოკაციებად, თბილისის მერიის დაკვეთით, ისეთი ტერიტორიები განისაზღვრა, სადაც არ იყო სარეკრეაციო ზონა და გამწვანებული სივრცეები. მრავალდონიანი ავტოსადგომები ქალაქში არსებული მოთხოვნებისა და მოძრაობის ინტენსივობის გათვალისწინებით აშენდება. აღსანიშნავია ისიც, რომ შერჩეული 10 ადგილიდან 9 მიწისქვეშა პარკინგია და მხოლოდ ერთია მიწის ზედა (მერიასთან), შესაბამისად, მშენებლობა ქალაქის იერსახეზე უარყოფითად არ აისახება.
(NS)
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)