21:54 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 14:40:44, 2506 ნახვა

მსოფლიო
G7-ის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-მარკ ეროს განცხადებით, დიდი შვიდეულის მინისტრები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე ვერ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური იარაღი იქნა გამოყენებული.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მომხდარზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პრეზიდენტ ბაშარ ასადსა და რუსეთის სამხედროებს აკისრებს, რომლებიც სირიის სახელისუფლო ძალებს ეხმარებიან.

აქამდე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის ინიციატივით, რუსეთის წინააღმდეგ, სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, ახალი სანქციები უნდა დაწესდეს.

ოფიციალური მოსკოვი და დამასკო ბრალდებებს უარყოფენ.

ცნობისთვის, სირიის პროვინცია იდლიბში სავარაუდოდ ბაშარ ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. აღნიშნულ ქმედებას აშშ-მა უპასუხეს. ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ სირიის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა განახორციელა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სწორედ საჰაერო ძალებმა სწორედ ის ბაზა ააფეთქეს, რომლიდანაც მოხდა ქიმიური თავდასხმა. ასადმა აშშ-ის ეს ქმედება შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს "სულელური გადაწყვეტილება" იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics