21:53 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-11 12:13:38, 2413 ნახვა

მსოფლიო
სროლა კალიფორნიის სკოლაში - მოკლულია მასწავლებელი და 8 წლის მოსწავლე

კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში სკოლაში მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თვითონ თავდამსხმელიც, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, თავდამსხმელს კლასში შესვლისას ხელში რევოლვერი ჰქონდა და მან მასწავლებელი მოკლა. სროლის დროს დაშავდა კიდევ ორი მოსწავლე. ამის შემდეგ მამაკაცმა თავი მოიკლა.

სამართალდამცველების თქმით, ერთ-ერთი დაშავებული მოსწავლე, 8 წლის ბიჭი, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ბავშვები თავდამსხმელის სამიზნი არ ყოფილან. ისინი შემთხვევით დაშავდნენ. როგორც გამოძიებამ დაადგინა, მამაკაცი მის მიერ მოკლული მასწავლებლის მეუღლე იყო.

სამართალდამცავ ორგანოებში აცხადებენ, რომ სიტუაცია ქალაქში დასტაბილურდა და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრებათ.

მედიის ინფორმაციით, სროლის შემდეგ სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა. უახლოესი 2 დღის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერებული იქნება.

ცნობისთვის, 2015 წლის დეკემბერში სან ბერნადინოში ექსტრემისტული პროპაგანდის გავლენის ქვეშ მყოფმა ცოლ-ქმარმა საშობაო წვეულებაზე 14 ადამიანი მოკლეს, ხოლო სულ მცირე 20 ადამიანი დაშავდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics