|
2017-04-10 12:10:11, 2500 ნახვა
მსოფლიო
აშშ სირიაში ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივანი რექს ტილერსონი, სირიაში განხორციელებულ ქიმიურ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს, - ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ტილერსონმა აღნიშნა, თავის დროზე რუსეთმა სირიაში ქიმიური იარაღის აღმოჩენასა და განადგურების პროცესის კონტროლზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ქიმიურ თავდასხმებზე ბრალი სწორედ რუსეთს მიუძღვის. "ნაკლებად მნიშვნელოვანია იყო თუ არა რუსეთი სირიის მოკავშირე აღნიშნულ თავდასხმაში, ან მისი სპეციალისტები არაკომპეტენტურები აღმოჩნდნენ, ან სირიის სახელმწიფომ ისინი მოატყუა - ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთმა საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული, ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა. მიუხედავად ამისა, აშშ-ს არ აქვს საკმარისი მტკიცებულები იმის შესახებ, რომ რუსეთს ქიმიური თავდასხმის განხორციელების შესახებ წინასწარ ჰქონდა ინფორმაცია. არც იმის მტკიცებულებები გააჩნია, მიიღო თუ არა რუსეთმა თავდასხმაში უშუალო მონაწილეობა", - დასძინა რექს ტილერსონმა. მედია საშუალების ინფორმაციით, დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "დიდი შვიდეულის: საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება და აღნიშნულ საკითხს ერთობლივად განიხილავენ. შეგახსენებთ, რომ 4 აპრილს სირიის პროვინცია იდლიბზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად 89 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 33 ბავშვი და 19 ქალი. ქვეყნის ოპოზიცია თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ან რუსეთს ადანაშაულებს. თავდასხმის შემდეგ ის საავადმყოფოები დაიბომბა, სადაც დაშავებულები მკურნალობას გადიოდნენ. ქიმიური იარაღის გამოყენებიდან 3 დღეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიის საავიაციო ბაზა დაბომბეს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ეს იყო აშშ-ის პასუხი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს. ევროპა და ამერიკა თავდასხმაში სირიის ხელისუფლებას ადანაშაულებენ და ქიმიური იარაღის გამოყენებაში რუსეთის ჩართულობაზე საუბრობენ. ასადი და ოფიციალური კრემლი ბრალდებებს უარყოფენ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)