|
2017-04-09 10:13:27, 2053 ნახვა
საზოგადოება
9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა
1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 28 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, დილის ოთხ საათზე, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა დაარბიეს. 9 აპრილს მომხდარ ტრაგედიას წინ უსწრებდა 1989 წლის 18 მარტი აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში, აფხაზების მიერ გამართულ მიტინგს, სადაც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლის საკითხი დაისვა, ქართული საზოგადოების მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაიწყო და შემდგომ რუსთაველის გამზირზე მთავრობის სასახლის (ამჟამად საქართველოს ყოფილი პარლამენტი) წინ გადაინაცვლა. საბჭოთა რეპრესიული მანქანის მორიგი აქცია მსხვეპლით დასრულდა. თბილისის ცენტრში საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა. 1989 წლის 9 აპრილის სისხლიან დილას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ათასობით ადამიანი მოიწამლა. თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევამ მსოფლიოში დიდი რეზონანსი გამოიწვია, რაც საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ეროვნული მოძრაობის აგორებისა და ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. აქციის დარბევისას დაიღუპნენ: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულაშვილი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, მარინე ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, მზია ჯინჭარაძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე, შალვა ქვასროლიაშვილი. დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა ათასობით ადამიანი. საქართველო საბჭოთა კავშირის იმ რესპუბლიკებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც პირველებმა გადადგეს ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ. ამ პროცესს დიდწილად ხელი შეუწყო 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებმა. ხშირად 1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიას განიხილავენ როგორც იზოლირებულ, უნიკალურ მოვლენას საბჭოთა იმპერიის ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ბრძოლის ზეგავლენით დაშლის პროცესში. 1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)