|
2017-04-08 13:23:45, 2719 ნახვა
მსოფლიო
ნიკი ჰეილი: ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს
გაერო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ნიკი ჰეილის განცხადებით, ამერიკა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ქმედებებისთვის მზადაა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. ამასთან, როგორც ჰეილიმ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ ამის საჭიროება არ იქნება. „მზად ვართ, გავაკეთოთ მეტი, თუმცა, ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება. დროა, ცივილიზებულმა სახელმწიფოებმა შეაჩერონ ის საშინელება, რაც სირიაში ხდება და მოვითხოვოთ პრობლემის პოლიტიკური გადაჭრა. ასადმა ეს იმიტომ ჩაიდინა, რომ ეგონა პასუხს არავინ მოსთხოვდა. ვინაიდან იცის, რომ ზურგს რუსეთი უმაგრებს. ეს მოცემულობა გუშინ ღამე შეიცვალა“, - განაცხადა ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა და აშშ-ის მიერ სირიაზე განხორციელებულ ავიადარტყმას მიეძღვნა. ჰეილიმ ამ ნაბიჯს გამართლებული უწოდა, რადგან ის ქიმიურ თავდასხმას მოჰყვა. ელჩის განმარტებით, , აშშ ვერ გადგება განზე, როცა იყენებენ ქიმიურ იარაღს. შეგახსენებთ, რომ სირიის პროვინცია იდლიბში ქიმიური თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულტა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და ქალები. იმიური იარაღის გამოყენების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა სირიის ავიაბაზაზე სამხედრო იერიშის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. დაიბომბა სწორედ ის ბაზა, რომლიდანაც ქიმიური თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნულის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა. მსოფლიო ლიდერებმა აშშ-ის გადაწყვეტილება პოზიტიურად შეაფასეს და მხარი დაუჭირეს. ბაშარ ასადმა კი ამერიკის ქმედებებს "სულელური და უპასუხისმგებლო" უწოდა.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)