|
2017-04-07 13:36:14, 1527 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთის საჯარო სკოლაში ქართული ენის გაკვეთილი პირველად ჩატარდა
ათენის 50-ე საჯარო სკოლაში გუშინ სატესტო რეჟიმში ამოქმედდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, საბერძნეთის საჯარო სკოლებისათვის სპეციალურად შემუშავებული ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო სამინისტროდან აცნობეს, ათენის 50-ე საჯარო სკოლის ქართველი მოსწავლეების ბაზაზე 2 ჯგუფი დაკომპლექტდა. უწყების ინფორმაციით, ქართულ ენას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სულ 14 ქართველი მოსწავლე შეისწავლის. სასწავლო პროცესს წარმართავენ ათენში არსებული საკვირაო სკოლებიდან შერჩეული მასწავლებლები. ქართული ენის გაკვეთილები, კვირაში ორჯერ, სატესტო რეჟიმში ჩატარდება აპრილ-მაისის პერიოდში. პროგრამა სრულად ამოქმედდება მიმდინარე წლის სექტემბრიდან, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად. პროგრამის წარმატების შემთხვევაში, საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმების საფუძველზე, განიხილება ქართული ენის სწავლება მაღალი კლასების ქართველი მოსწავლეებისთვისაც. ქართული ენის საპილოტე პროგრამის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში დგას თესალონიკის საჯარო სკოლებშიც. საქართველოს საელჩომ ქართული ენის სასწავლო პროგრამა შესაბამისი სახელმძღვანელოებით უზრუნველყო.
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
უკრაინის პარლამენტმა ქვეყნის მთავრობა დაითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)