|
2017-04-06 09:22:58, 1607 ნახვა
საზოგადოება
გურამ რჩეულიშვილი შესაძლოა დღეს გაათავისუფლონ
"ცენტრ პოინტის" საქმის თეთრი მაგნოლიას ეპიზოდზე სასამართლო პროცესი დღეს გაგრძელდება. როგორც რჩეულიშვილების ადვოკატი მარი ცუცქირიძი აცხადებს, ამ საქმეზე დაკავებულ გუკა რჩეულიშვილს წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა რამდენიმე დღეში ეწურება და მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ის დღევანდელი სასამართლო პროცესიდანვე გაათავისუფლონ. რაც შეეხება მაია რჩეულიშვილს, ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც მაია რჩეულიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით სხვა ეპიზოდზე 4-წლიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს, უფლებადამცველი ამ ეპიზოდზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების აუცილებლობას ვერ ხედავს და ის სასამართლო პროცესზე შესაბამის შუამდგომლობასაც წამოაყენებს. ადვოკატმა საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი. მარი ცუცქირიძე განმარტავს, რომ თუ პროკურატურა ორივე მხარისთვისთვის ხელსაყრელ პირობებს წამოაყენებს, დაცვის მხარე თანამშრომლობაზე თანახმაა. "ცენტრ პოინტ მაგნოლიას" ეპიზოდზე ბრალდებულები მაია და გურამ რჩეულიშვილები არიან. მათ ბრალად მენაშენეთა თანხების მითვისება და გაფლანგვა ედებათ.დღევანდელი სასამართლო სხდომა 11-ის ნახევარზეა ჩანიშნული. თბილისის საქალაქო სასამართლომ, „ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებს, მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლებს და "დექსუსის" დამფუძნებელ ივანე ცაგურიას ბრალი თაღლითობა-თანხების მითვისებაში ედებათ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)