10:06 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-05 22:26:45, 2595 ნახვა

სამართალი
მეტეხის ხიდზე ტურისტ ქალბატონს ტანსაცმლის ჩანთა დარჩა

უცხოელ ქალბატონს "მეტეხის" ხიდთან ტანსაცმლის ჩანთა დარჩა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

რამდენიმე სააგენტომ დაწერა იმის შესახებ, რომ  მეტეხის ხიდთან ირანელმა ქალმა ჩანთა დატოვა და ადგილიდან მიიმალა. შსს-ში ცნობა ბომბის არსებობაზე შევიდა, რის გამოც ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველები.

ეთნიკურ კუთვნილებაზე გავრცელებული ცნობა არ დადასტურდა. აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში ტყუილი უწოდეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ტურისტ ქალბატონს ხიდზე ზურგჩანთა დარჩა, რომელშიც ტანსაცმელი ელაგა.

თვითმხილველმა "ექსპრესნიუსს" აცნობა, რომ ქალბატონი ხიდიდან ფოტოებს იღებდა, რა დროსაც მას ჩანთა ხიდზე დარჩა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics