|
2017-04-05 10:22:32, 1450 ნახვა
საზოგადოება
მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარევაჭრობის ობიექტებში ვადაგასული საკვები აღმოაჩინეს
გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციების გატანისას, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა, დახლების ქვეშ, გაფუჭებული და ვადაგასული საკვები პროდუქტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს. კერძოდ, საუბარია ხორცზე, ყველსა და კვერცხზე, რომლებსაც მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ყიდიდნენ. აღსანიშნავია, რომ პროდუქტები ნორმების ყოველგვარი დარღვევით ინახებოდა. მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა თბილისის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, თევდორე მღვდლის ქუჩის ერთი ნაწილიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები დღეს გაიტანეს. ტერიტორია "თბილსერვის ჯგუფმა" დაასუფთავა. უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. ანალოგიურ ღონისძიებებს მერია მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ. ცნობისთვის, დედაქალაქის მთავრობისა და ბაზრობების ასოციაციას შორის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით, ბაზრობების ხელმძღვანელობა მოვაჭრეებს ადგილებს დაუთმობს და პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეწარმეები, პირველი 6 თვე, საიჯარო გადასახადისაგან გათავისუფლდებიან. მათ საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ცენტრალურ სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეუძლიათ. (NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)