|
2017-04-04 19:18:19, 1744 ნახვა
საზოგადოება
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება მოითხოვა
სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 76-ე შეხვედრა გაიმართა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მონაწილეებმა წინა შეხვედრის შემდგომ პერიოდში დაფიქსირებული ინციდენტები, გადაადგილების თავისუფლება და უკანონო დაკავებები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა საგაზაფხულო სამუშაოების დაუბრკოლებლად ჩატარების საკითხიც დააყენეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე, კიდევ ერთხელ მოითხოვეს ცხინვალის იზოლატორში მყოფი გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლება. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებზე ქართულ მხარეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარმოადგენენ. ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 11 მაისს გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)